გარანტიის პირობები:
- საიუველირო კომპანია “მანიკ ჯეველერი” აგებს პასუხს საწარმოში დამზადებულ საიუველირო ნაწარმზე და გაძლევთ გარანტიას საწარმო წუნზე 12 თვის განმავლობაში.
- თითოეული ნაკეთობა სარეალიზაციოდ განთავსებამდე გადის ხარისხის დამადასტურებელ რამოდენიმე მკაცრ პროცედურას.
- გარანტია გულისხმობს სამკაულის შეკეთებას, მასზე აღმოჩენილი საწარმოო დეფექტის შემთხვევაში.
- საწარმოო დეფექტი დგინდება ექსპერტიზის ან ლაბორატორიული დასკვნის შედეგად.
- დეფექტის წარმომავლობის დასადგენად, კომპანია იტოვებს უფლებას, დაიტოვოს დაზიანებული ნაკეთობა, მასზე დამოუკიდელები ექსპერტიზის ჩასატარებლად 20 კალენდრული დღის განმავლობაში.
საწარმოო წუნი:
საწარმოო წუნის დადგენისას, იმ შემთხვევაში, თუ ნაკეთობა ექვემდებარება შეკეთებას, კომპანია უსასყიდლოდ შეაკეთებს მას, თუ:
- ნაკეთობაზე წარმოქმნილია მიკროფორები.
- ამოვარდნილია ქვა არასწორი დამაგრების შედეგად.
საწარმოო წუნის დადგენისას, იმ შემთხვევაში, თუ ნაკეთობა არ ექვემდებარება შეკეთებას, კომპანია შეგიცვლით დაზიანებულ ნივთს, თუ:
- პასპორტზე დატანილი ინფორმაცია არ შეესაბამება სამკაულს, ექსპერტიზის ან ლაბორატორიული დასკვნის შედეგად დადგენილ რეალური მონაცემებს.
საწარმოო წუნად არ შეიძლება ჩაითვალოს:
- სამკაულის არასწორი ხმარების შედეგად მიღებული დაზიანება.
- სამკაულის არასწორი ხმარების შედეგად ამოვარდნილი და დაკარგული ქვა.